ეგვიპტე
ეგვიპტე არის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ქვეყანა აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს მდინარენილოსის მახლობლად, საჰარას უდაბნოს ტერიტორია ფაქტობრივად დაუსახლებელია. ეგვიპტის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს დიდ ქალაქებში ნილოსის დელტაში.
ყველაზე გრძელი საზღვარი ეგვიპტეს აქვს სუდანთან 1273 კილომეტრი, ყველაზე მოკლე კი ისრაელთან 266 კმ. ეგვიპტეს ფართო გასასვლელი აქვს როგორც ხმელთაშუა ზღვაზე, ასევე წითელ ზღვაზე. ქვეყნის აფრიკულ და აზიურ რეგიონებს ერთმანეთისგან გამოყოფს სუეცის არხი , არხის სიგრძე 160 კილომეტრია (პორტ საიდიდან სუეცამდე). იგი აკავშირებს ხმელთაშუა და წითელ ზღვებს. არხი მწყობრში ჩადგა 1869წელს. 1956 წელს მოხდა მისი ნაციონალიზაცია.ფართობი- 1.001 ათასი კვ.კმ. გეოგრაფიული რაიონები - ნილოსის ხეობა, კატარას ქვაბული, დასავლეთი უდაბნო, აღმოსავლეთი უდაბნო. უმაღლესი მწვერვალი - ჯებელ კატერინა 2.638 მ.; უდიდესი მდინარე (კმ) –ნილოსი 1.550 (სულ 6.671); უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ნასერი 5.500 (ხელოვნური); უდიდესი კუნძული - ჯაზირათ შადვანი; კლიმატი - ხმელთაშუაზღვის, მშრალი.
ბუნებრივი რესურსები- ნავთობი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ფოსფატები, მანგანუმი, კირქვა, თაბაშირი, ტალკი, აზბესტი, ტყვია, თუთია.ეგვიპტე არის ყველაზე დასახლებული ქვეყანა შუაგულ აღმოსავლეთში და მესამე ყველაზე დასახლებული აფრიკის კონტინენტზე, 77 მილიონი მოსახლით (2009 წლის აპრილის მონაცემებით). ბოლო 40 წლის განმავლობაში იგრძნობა მოსახლეობის სწრაფი ზრდა მედიცინის წინ წაწევისა და სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლურობის განვითარების გამო. როდესაც ნაპოლოენმა დაიპყრო ქვეყანა, მისი მოსახლეობა შეადგენდა მხოლოდ 3 მილიონს. დაახლ. მოსახლეობის 90% ისლამის მიმდევარია, ხოლო დანარჩენი ნაწილის უმეტესობა ქრისტიანია.აღასანიშნია რომ ეგვიპტე ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ტურისტულ სფეროში. ეს დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შემოსავლების მეტი წილი სწორედ ამ სფეროზე მოდის.
- კაირო ეგვიპტის დადაქალაქი ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში. წარმოადგენს არაბული სამყაროს კულტურულ და კომერციულ ცენტრს. ერთ–ერთი უმსხვილესი ქალაქია აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. იგი გაშენებულია ნილოსის ნაპირზე, წარმოდგენილია მაღალი შენობებით, აქ არის საუკეთესო სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები.კაიროს თანამედროვე ცენტრად ითვლება ალ-ტაჰრირის მოედანი, აქ არის ყველა ძირითადი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის შტაბბინა. აღსანიშნავია არაბულ სახელმწიფოთა ლიგა.ტურისტების ყურადღებას იქცევს კაიროს ეროვნული მუზეუმი. სადაც ძველი ევიპტის ფარაონების, ბერძნულ-რომაული პერიოდის საგანძურია დაცული. 155 ათასი ექსპონატს შორის არის ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის საგანძური.ქრისტეს შობამდე 5 000 წელს ხმელთაშუა ხღვიდან, პალესტინიდან და ნუბიიდან გადმოსახლდნენ უცხო ტომები და დასახლდნენ ნილოსის ნაპირებზე, ამაღლებულ ადგილას. მათ ააშენეს დაწნული ქოხები და ისინი გახდნენ პირველი ეგვიპტელები. მოიშინაურეს ცხოველები, მოჰყავდათ მშვენიერი მოსავალი და მისდევდნენ მესაქონლეობას და სოფლის მეურნეობას. წარმოიშვა ორი სამეფო - ზედა და ქვედა.ძველი ეგვიპტე იყო ქვეყანა აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელმაც ძვ. წ. 525 წელს არსებობა შეწყვიტა.ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელი) და მომდევნო პერიოდებად (სულ იყო 30 დინასტია[3] ). ეს პერიოდები გრძელდება ძვ. წ. III - ძვ. წ. Iათასწლეულებში.
პერიოდები თავისთავად ამგვარად იყოფა: ადრეული სამეფო (I-II დინასტია); ძველი სამეფო (III - VI დინასტია); პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X დინასტია); შუა სამეფო (XI-XII დინასტია); მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII დინასტია); ახალი სამეფო (XVIII-XX დინასტია); გვიანი პერიოდი (XXI-XXVI დინასტია); ასურელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 664-656); სპარსელთა მმართველობა (XXVII დინასტია], ჩვ. წ.-მდე 525-ჩვ. წ.-მდე 404); სპარსელთა მეორე მმართველობა (XXVIII-XXX დინასტია, ჩვ. წ.-მდე 343-ჩვ. წ.-მდე 332); მაკედონელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 332-ჩვ. წ.-მდე 305); პტოლემეების მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 305-ჩვ. წ.-მდე 30).1922 წლიდან ეგვიპტე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, 50-იან წლებში გახდა რესპუბლიკა გამალ აბდელ ნასერის ხელმძღვანელობით. ახლო წარსულში იგი აწარმოებდა ომს ისრაელთან, მაგრამ1977 წელს ანვარ სადათის პრეზიდენტობის დროს გააფორმა მასთან სამშვიდობო ხელშეკრულება. ამან გამოიწვია ეგვიპტის გარიცხვა არაბულ სახელმწიფოთა ლიგიდან. 1981 წელს ექსტრემისტმა-ისლამისტებმა მოკლეს სადათი, მისი ადგილი დაიკავა ჰოსნი მუბარაქმა, რომელიც უფრო ზომიერ ხაზს ატარებს. 1987 წელს აღადგინა ურთიერთობები არაბულ ქვეყნებთან. 1991წელს მონაწილეობდა სპარსეთის ყურის ომში აშშ-ს მხარეზე. ეგვიპტე ასრულებს მთავარ როლს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში.ეგვიპტე ტერიტორიულად იყოფა 29 საგუბერნატოროდ. საგუბერნატორო ასევე იყოფა მარკაზებად (რაიონებად). რაიონების შემადგენლობაში შედის სოფლების სუბექტები.
ყველა საგუბერნატოროს გააჩინია საკუთარი ადმინისტრაციული ცენტრი, ხშირად ამ ცენტრების სახელები თავად საგუბერნატოროებსაც ჰქვიათ.
2008 წლის აპრილში, კაიროს და გიზას გამოეყო 4 ტერიტორია, და შეიქმნა ახალი საგუბერნატოროები: 6 ოქტომბერი, ჰელუანი, კაირო და გიზა.ქრისტეს ქანდაკებაკრისტო-რედენტორი (პორტ. — იესო ქრისტეს ცნობილი ქანდაკება, რომელიც მდებარეობსბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე.
დღეს იგი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. კორკოვადოს 710 მეტრიან მთაზე ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკების აღმართვის იდეა პირველად კათოლიკე მღვდელს — პედრო-მარია-ბოსს 1850-იან წლებში გაუჩნდა. მან დაფინანსებისთვის ბრაზილიის პრინცესას, იზაბელს მიმართა, თუმცა იზაბელი დიდად არ დაინტერესებულა მისი იდეით. უკვე 1889 წელს, როდესაც ბრაზილია რესპუბლიკად გამოცხადდა, პედროს სურვილის განხორციელება შეუძლებლად ჩანდა, რადგან ახალი კანონები მთავრობასა და ეკლესიასერთმანეთისგან ყოფდა.1921 წელს, ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიალის სამზადისისას, ქანდაკების აგების იდეა კვლავ გააჟღერა „რიოს კათოლიკეთა წრემ“. ჯგუფმა ხელმოწერებისა და შემოწირულობების შეგროვება დაიწყო, რათა მთაზე ქანდაკების აღმართვა უზრუნველეყოთ. შემოწირულობები ძირიდადად ქალაქის კათოლიკეებმა გაიღეს. დიზაინერებმა მრავალნაირი პროექტი წარადგინეს — ქრისტე გაშლილი ხელებით — ჯვრის სიმბოლო, ქრისტე დედამიწის მოდელით ხელში და ა. შ. საბოლოოდ, „მხსნელი ქრისტეს“ ქანდაკება ამოარჩიეს. ქანდაკების დიზაინერი ბრაზილიელი ეიტორ და სილვა კოშტა იყო, ხოლო მოქანდაკე — პოლონური წარმოშობის ფრანგი პოლ ლანდოვსკი, რომელმაც ქანდაკება პარიზში დაამზადა, რადგან ასეთი დიდი ქანდაკების შექმნა მთელი რიგი მიზეზების გამო, იმ დროისათვის ბრაზილიაში შეუძლებელი იყო, ამიტომ ყველა დეტალი და კარკასიც კი საფრანგეთში შეიქმნა. მშენებლობამ ცხრა წელს გასტანა (1922-1931) და 250,000 აშშ დოლარი დაჯდა. 1931 წლის 12 ოქტომბერს, ქრისტეს ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს. მისი სიმაღლე 32 მ-ია, თუ არ ჩავთვლით 7 მეტრიან კვარცხლბეკს, მარტო თავი იწონის 35,6 ტონას, ხელის თითოეული მტევანი 100 კგ-ს. მაცხოვარს ხელები 23 მეტრის სიგრძეზე აქვს გაშლილი.მონუმენტის სანახავადაც ბრაზილიაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. ქანდაკებამდე მისასვლელად გაყვანილია რკინიგზა.ბრაზილიელთათვის ამ ქანდაკებას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. 2006 წელს, რიოს არქიეპისკოპოსმა ეუსებიო ოსკარ შეიდმა ქანდაკებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და მის ქვეშ კათოლიკეებს ჯვრისწერისა და ბავშვის მონათვლის უფლება მისცა.
- შვიდი საოცრება, სადაც ქრისტეს ქანდაკებამ მე-7 ადგილი დაიკავა.
თ
თაჯ-მაჰალი

თაჯ-მაჰალი (ჰინ., ურდუ/სპარს. ; „სასახლე-გვირგვინი“) — მარმარილოს მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში. აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.
თაჯ-მაჰალი მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსულიდა თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო.
თაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრგუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია.
თაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრგუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია.
No comments:
Post a Comment